დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირის საქმის არსებითი განხილვა იწყება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზურაბ ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან.
შვიდივე დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გასულ სხდომაზე გადაისინჯა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ძალაში დარჩა.
სხდომის დაწყებამდე სასამართლოს ეზოში აქცია სახელწოდებით - „გავრილოვის პატიმრები“ გაიმართება.