logo_geo
eng_logo
საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირის საქმის არსებითი განხილვა იწყება
- +

9 სექტემბერი. 2019. 10:54

 

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირის საქმის არსებითი განხილვა იწყება.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზურაბ ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან.

 

შვიდივე დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გასულ სხდომაზე გადაისინჯა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ძალაში დარჩა.

 

სხდომის დაწყებამდე სასამართლოს ეზოში აქცია სახელწოდებით - „გავრილოვის პატიმრები“ გაიმართება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner