„ისლამური სახელმწიფოს" „ბოევიკებმა" ერაყში დეზერტირობისთვის 22 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. აღნიშნული ქალაქ მოსულის სამხრეთით მოხდა, რომელსაც ამჟამად ერაყის შეიარაღებული ძალები უტევენ. მოკლულთა უმეტესობა არაბული სახელმწიფოების მოქალაქეები არიან.
მოსულთან ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს. ერაყის ჯარი და ქურთი მოხალისეები ქალაქს უტევენ. ერთი კვირის განმავლობაში მოსულის სიახლოვეს 12 სოფელი გათავისუფლდა.