logo_geo
eng_logo
შვეიცარიელთა 78%-მა ყოველთვიურ „გარანტირებულ შემოსავალზე“ უარი თქვა
- +

6 ივნისი. 2016. 11:21



შვეიცარიის მოსახლეობის 78%-მა 2500 დოლარის ოდენობის ყოველთვიურ „გარანტირებულ შემოსავალზე" უარი თქვა. BBC-ის ცნობით, რეფერენდუმის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია.


დამკვირვებლების განმარტებით, რეფერენდუმის კითხვა მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ იყო. დასმულ კითხვაში ყოველთვიური მუდმივი ანაზღაურების ოდენობა მითითებული არ იყო. მხარდამჭერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა უზრუნველყოფდა შვეიცარიელების უფლებას, ჰქონოდათ ღირსეული ცხოვრება. ინიციატივის ავტორები, ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს ყოველთვიურად გარანტირებულ შემოსავალს 2 500 დოლარს სთავაზობენ, მიუხედავად იმისა, მუშაობენ თუ არა.


„BBC"-ის ცნობით, შვეიცარიის არც ერთი პოლიტიკური ძალა აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ უჭერდა, რადგან შიშობდა, რომ მოსახლეობა „პასუხისმგებლობისა და ინიციატივის შეგრძნებას" დაკარგავდა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner