logo_geo
eng_logo
ვიტალი სკოციკი: უკრაინამ შესაძლოა, უვიზო რეჟიმის მიღების შანსი დაკარგოს
- +

27 თებერვალი. 2016. 12:59


უკრაინის აგრარული პარტიის თავმჯდომარე ვიტალი სკოციკმა უკრაინულ გამოცემა „კომენტართან" საუბარში განაცხადა, რომ უკრაინამ შესაძლოა, მიმდინარე წლის ზაფხულში უვიზო რეჟიმის მიღების შანსი დაკარგოს, რადგან ევროკავშირის ყველა მოთხოვნა ვერ შეასრულა.



არის მოთხოვნები, რომელიც უკრაინამ არ შეასრულა. ჩვენ ეს საკითხი ევროკავშირის საგარეო კავშირების ხელმძღვანელობასთან ერთად განვიხილეთ. ახლა უკრაინა საქართველოსთან ერთად მიდის ამ გზაზე. თუ ევროკავშირის ყველა მოთხოვნას შევასრულებთ, რომლის თანახმად, 2016 წლის 1 მარტიდან კორუფციის პრევენციის საკითხებზე ეროვნული სააგენტო სრულფასოვნად უნდა ამუშავდეს, ევროპარლამენტის ზაფხულის არდადეგებისთვის" უკრაინელები ქართველებთან ერთად უვიზო რეჟიმის მიღებას შეძლებენ.

ევროკავშირის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უკრაინა ქართულ პაკეტს გამოეთიშება", რადგან საქართველომ ყველა მოთხოვნა დიდი ხანია შეასრულა და დანამდვილებით მიიღებს უვიზო რეჟიმს მიმდინარე წლის ზაფხულში", - განაცხადა ვიტალი სკოციკმა


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner