logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: სტაბილურად იზრდება ადგილობრივი ინვესტიციის მოცულობა
- +

9 სექტემბერი. 2019. 15:16

 

„საქართველოში სტაბილურად იზრდება ადგილობრივი ინვესტიციის მოცულობა“, – ასეთ კომენტარს აკეთებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 53.7 პროცენტით შემცირებაზე.

 

„სტაბილურად იზრდება ქართული ინვესტიციები და ჩემთვის, როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ინვესტორმა, ქართველმა მეწარმემ, მიუხედავად პოლიტიკური არასტაბილურობისა ირწმუნა, რომ საქართველოს ეკონომიკა მიმზიდველია და დებს ფულს საკუთარი ბიზნესების განვითარებაში. პირველ რიგში, ეს არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიციებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ განახლებული საინვესტიციო პოლიტიკის წყალობით შევძელით და შევკარით ძალიან მიმზიდველი პორტფელი 2019 წელს. ეს არის 3.5 მილიარდი ლარის ინვესტიცია ენერგეტიკაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში და ეს არის რეალური პროექტები, რომელთა მშენებლობა წელს იწყება ან დაწყებულია და აისახება მომავალი წლის სტატისტიკაში“, – აღნიშნავს მინისტრი.

 

ახალ მსხვილ საინვესტიციო პროექტებს შორის თურნავა „ნამახვანი ჰესს“ გამოყოფს, რომლის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება, ღირებულება კი, მილიარდ დოლარს შეადგენს, ასევე ქუთაისში მშენებარე ელექტრომობილების ქარხანას.

 

ნათია თურნავას კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner