logo_geo
eng_logo
სარფში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს
- +

9 სექტემბერი. 2019. 15:55

 

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების გ.ი.-სა და ზ.ჰ.-ს ფიზიკური და  კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 7 703.194 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა (91.27 გრამი) და ვერცხლის (5.68 გრამი)    ნაკეთობები გამოავლინეს.

 

საქართველოს საბაჟო კოდექსის  168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 7 703.194 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner