logo_geo
eng_logo
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები ფართოვდება
- +

6 ივნისი. 2016. 11:40



ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკო განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები ფართოვდება.


 

მინდა, სასიამოვნო ინფორმაცია გავაცნო პაციენტებს, რომლებცი ელოდებიან C ჰეპატიტის მკურნალობის პროექტში ჩართვას. ჩვენ 10 ივნისიდან ვაუქმებთ პაციენტის ჩარულობის კრიტერიუმებს. ნებისმიერ პაციენტს, მიუხედავად მისი დაავადების სიმძიმისა, შეელება ჩაერთოს ყოველგვარი შეფერხების გარეშე. ამასთან, თუკი პაციენტს განცხადების შეანიდან მკურნალობის დაწყებამდე სჭირდებოდა ორი თვე, მცირდება ეს პერიოდი და ორ კვირაში შეძლებს პროგრამაში ჩართვას. წყვეტა არ მომხდარა 5 000 პაციენტის მერე. შარშან დავასრულეთ კვლევა, დავამატეთ რამდენიმე სერვის­ცენტრი. ის პაციენტები, ვინც არ იყვნენ ჩართული მომლოდინეთა სიაში, შეუძლიათ მივიდნენ ამ ცენტრებში და ჩაერთონ მკურნალობის პროცესში. თუკი, წლის განმავლობაში გვქონდა 20 000 პაციენტის მკურნალობის საკმარისი მედიკამენტის მოწოდებაზე მოლაპარაკება, ეს რაოდენობა გაიზარდა 30 000­მდე. მიხარია, რომ შეგვეძლება ამ სიახლის შეთავაზება პაციენტებსთვის. ამასთან, სამეგრელო­ზემო სვანეთში, სადაც სამჯერ მაღალია ეს დაავადება, დავიწყებთ უახლოეს დღეებში მძლავრი სერვის­ცენტრის მშენებლობას და პაციენტებს საშუალება ექნებათ, მიიღონ გაზრდილი რესურსებით სწრაფი და ეფექტური მკურნალობა. გაზარდა ექიმების რაოდენობა, ვისაც შეეძლებათ სრულყოფილი მკურნალობის ჩატარების საშუალება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner