მიმდინარე საგამოცდო წელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით 41-მა აბიტურიენტმა დაასრულა.
მათგან 6-მა აბიტურიენტმა სახელმწიფოსგან სრული დაფინანსება მიიღო. 12-მა 70%-იანი გრანტი, 21-მა კი 50%-იანი დაფინანსება მოიპოვა.
წარჩინებულ მოსწავლეებს დღეს ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს მომავალ პროფესიებში და სამომავლოდ მხარდაჭერას დაპირდნენ.
მოსწავლეებს ქობულეთის მუზეუმისგან ორწლიანი აბონიმენტი გადაეცათ საჩუქრად. მუნიციპალიტეტის მერია სამომავლოდაც გააგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას და ხელშეწყობას.
2018-2019 სასწავლო წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სრული ზოგადი განათლება 46 საჯარო და 4 კერძო სკოლის, 850 მეთორმეტე კლასელმა მიიღო.