საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელ კრისტიან ურსეს განცხადებით, ყველა თანხმდება, რომ საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციისთვის მიცემული ყველა დავალება შეასრულა.
„საქართველომ წარმატებით გაართვა თავი დავალებების შესრულებას. იმედია, ეს მოქმედებები გაგრძელდება და ყველა ისარგებლებს იმ შედეგით, რაც ვიზა-ლიბერალიზაციის მოტანას შეუძლია. საქართველო არ არის დამნაშავე, რომ პროცესი ჭიანურდება", - განაცხადა კრისტიან ურსემ.
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურების მიღება გადადეს.