logo_geo
eng_logo
კრისტიან ურსე: საქართველო არ არის დამნაშავე ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურებაში
- +

6 ივნისი. 2016. 11:41



საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელ კრისტიან ურსეს განცხადებით, ყველა თანხმდება, რომ საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციისთვის მიცემული ყველა დავალება შეასრულა.


 

საქართველომ წარმატებით გაართვა თავი დავალებების შესრულებას. იმედია, ეს მოქმედებები გაგრძელდება და ყველა ისარგებლებს იმ შედეგით, რაც ვიზა-ლიბერალიზაციის მოტანას შეუძლია. საქართველო არ არის დამნაშავე, რომ პროცესი ჭიანურდება", - განაცხადა კრისტიან ურსემ.



ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურების მიღება გადადეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner