logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: შოკოლადის ფილა უფრო ძნელად იხსნება, ვიდრე საქართველოში პარტიები
- +

6 ივნისი. 2016. 12:00



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.



დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ძალა პარტიას ხსნის ქუჩაში, ნაწილი სხვენზე, ნაწილი რესტორანში და პარტიების ასეთი სიმრავლე ამომრჩეველს აბნევს. მე ვფიქრობ, შოკოლადის ფილა უფრო ძნელად იხსნება, ვიდრე საქართველოში პარტიები. ამ პოლიტიკური ამაოების ბაზარს აუცილებელია, ქართველმა ამომრჩეველმა წერტილი დაუსვას და ვფიქრობ, ასეც იქნება. ამ პოლიტიკურ მტვერს გადაწმენდ ქართველი ამომრჩეველი, თუმცა, რასაკვირველია, ადვილი არ არის ამდენ ზიზილ-პიპილოებში ამოირჩიო შენთვის სასიკეთო და სასურველი ძალა", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.



რაც შეეხება თამაზ მეჭიაურის მიერ პარტიის დაფუძნებას და მოიაზრებს თუ არა მასაც „პოლიტიკური აჯაფსანდალის" ნაწილად, დეპუტატის თქმით, „ზოგჯერ აჯაფსანდალსაც გემო აქვს".



რა გემოსი იქნება, როგორი იქნება - ეს მომავლის საკითხია. თუ რაიმე კარგი იქნება ქვეყნისთვის, მივესალმებით. აჯაფსანდალსაც ზოგჯერ გემო აქვს და ზოგს ძალიან უყვარს", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner