logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: გვარამიას აღიარება ცხადყოფს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ნაციონალების დაქვემდებარებაშია
- +

6 ივნისი. 2016. 12:02



„როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" წარომადგენლები და მათი მხარდამჭერი ვითომ  ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარვეზებზე საუბრობენ, მათ „რატომღაც არავის არ ახსენდებათ" და ისინი თვალს ხუჭავენ იმ გარემოებაზე, რომ სწორედ ამ სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლი საკონსტიტიუციო სასამართლოს სახით პრაქტიკულად სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ საქვეუწყებო დაწესებულებად არის გადაქცეული. უკვე  ისე თავდაჯერებულნი არიან ამ სასამართლოს მათდამი ერთგულებაში, რომ აღარ დაგიდევენ თუნდაც მათ ფორმალურ რეპუტაციას და საკუთარ გამონათქვამებს კონტროლს ვეღარ უწევენ და პირდაპირ ლუსტრირებას ახედენენ", - განაცხადა ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსა და ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხებოდა.  

 

„2016 წლის 31 მაისს „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გადაცემა „აქცენტებში"ამ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნ.გვარამიამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს მათ რამდენიმე სარჩელს და სააპელაციო სასამართლო პროცესის დასრულების ჩქარობს,  რათა მას არ დაასწროს საკონსტიტუცო სასამართლომ და არ გააუქმოს ის ნორმები, რომელთა საფუძველზეც ეს დავა მიმდინარეობს. მან ასევე განაცხადა, რომ იმავე დღეს (31 მაისს) დადებული ვეტოს შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს სათანადო დრო აქვს, რომ მოასწროს გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხზე (ანუ „რუსთავი 2"-ის პირველ სარჩელზე (სარეგისტრაციო #679), სადაც ითხოვენ მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგების თაობაზე ნომრის გაუქმებას - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი). სინამდვილეში ამით გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს განუსაზღვრა საკმოდ შეზღუდული დრო,  ვინაიდან ამ ვეტოს დაძლევა-არდაძლევის საკითხი ლოგიკურად ცხადია საკმაოდ მოკლე ხანში უნდა გადაწყვეტილიყო. ამის შემდეგ, მან საერთოდ უკვე პირდაპირ განაცხადა, რომ რაც არ უნდა მოხდეს,  მათ აქვთ სათადარიგო გზაც, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვაშია „რუსთავი 2"-ის მეორე სარჩელიც და აქ მან პრაქტიკულად სკანდალური აღიარება გააკეთა და პირდაპირ თქვა (იხ. გადაცემა „აქცენტები" 31 მაისის 22:55 საათზე), რომ „იქ რეტრო აქტიურობის ნორმაც უქმდება".  აქ საუბარია საკონსტიუციო სასამრთლოში „რუსთავი 2"-ის მეორე სარჩელზე (სარეგისტრაციო #678), სადაც ისინი ითხოვენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს მიენიჭოს უკუძალა წარსულ დროში და ის გახდეს ახლად აღმოჩენილი გარემოება საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში ( საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-მუხლზეა საუბარი, რაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას ითვალისწინებს), ანუ მარტვივად რომ ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გახდეს საერთო სასამართლოების მიერ წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებათა გაუქმების, მათი გადასინჯვის და ახალი (უკვე ცხადია, ძველისგან საპირისპირო) გადაწყვეტილების მიღების  საფუძველი. ამით გვარმიამ თავისდა უნებურად განაცხადა, რომ მან იცის, რომ მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოში დაკმაყოფილდება მათი სარჩელი, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, მისი   განცხადებით, „იქ რეტრო აქტიურობის ნორმაც უქმდება", ანუ სწორედ ის ნორმა, რაც ამჟამად არ ითვალიწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებისთვის ძალის მინიჭებას წარსულ დროში.

 

2016 წლის 31 მაისსვე ნ.გვარამიამ სააგენტო „აიპრესთან" განაცხადა, რომ იმ დღეს ანუ 31 მაისის სხდომაზე სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა „რუსთავი 2"-ის ადვოკატების თხოვნა საქმის განხილვის ერთი კვირით გადადების თაობაზე და შემდეგი სხდომა გადადო 3 ივნისს და შემდეგ უკვე აღნიშნა, რომ „როგორც ჩანს, ჩვენგან განსხვავებით, იციან, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რაღაცას აპირებს და ცდილობენ, დაასწრონ, მაგრამ მაინც არ გამოვა. ანუ აშკარაა, რომ გვარამიამ იცის, თუ საკონსტიტუციო სასამართლო როდის (აუცილებლად სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე) და როგორ (რახან დასწრებაზე საუბრობს, ცხადია იგულისხმება „რუსთავი 2"-ისთვის სასარგებლო შედეგი) გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო.

 

და ბოლოს დასკვნის სახით, საინტერესოა, მოსარჩელე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის (იურიდიული პირის სპეციფიკიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში სასამრთლოში წარდგენილი სარჩელის სუბიექტი არის ტელეკომპანია „საქართველო")  ყველა კონსტიტუციური სარჩელი (675, 678, 679, 681, 720 ,721, 726)  განსახილველად დაეწერა საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ კოლეგიას (გამონაკლისი იყო მხოლოდ 719-ე კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც იმის გამო, რომ გასაჩივრებული იყო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ნორმა, განიხილა სასამართლოს პლენუმმა). აღნიშნულ სარჩელებში სადავო იყო გამხდარი სხვადასხვა კანონში არსებული, ერთმანეთთან შინაარსობრივ კავშირში არმყოფი სხვავდასხვა ნორმა. ამ სარჩელებს ერთმანეთან აერთიანებდა მხოლოდ ის, რომ მათი ავტორი წარმოადგენდა ერთსა და იმავე სუბიექტს, რაც მათი განსახილველად ერთი კოლეგიისათვის მიკუთვნების საფუძველი კი არ უნდა გამხდარიყო, არამედ პირიქით, როდესაც ერთი სუბიექტის სარჩელებს ყოველთვის განიხილავს ერთი კოლეგია, მიუხედავად იმისა, რომ რიგითობის მიხედვით ის მისი განსახილველი არ არის, ამან შეიძლება გააჩინოს ეჭვები როგორც საქმეთა განაწილების, ასევე საქმის გადაწყვეტის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ასეთი შემთხვევა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არაერთია. პრაქტიკულად გამოდის, რომ კონკრეტული სუბიექტისთვის „პერსონალური" კოლეგიაა გამოყოფილი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ექსკლუზიურად მის სარჩელებს იხილავს. რაც ასევე ძალიან ნიშანდობლივია , ასეთი საქმეები მართალია ნაწილდება „შემთხვევით" მხოლოდ ერთ კოლეგიაზე, თუმცა იქაც, „რატომაღაც" კოლეგიის სამ წევრზე (მომხსენებელი მოსამართლეები არიან სასამართლოს წერვები კ.ვარძელაშვილი, ქ.ერემაძე  და მ.კოპალეიშვილი) და მეოთხე წევრს მ.ტურავას „რატომღაც" არ ხვდება ასეთი საქმეები.

 

ასევე მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს იმას, რომ სასამართლომ „რუსთავი 2"-ის სარჩელებთან დაკაშირებით ავლენს განსხავებულ მიდგომას არა მხოლოდ პროცედურების, არამედ საქმის განხილვით ვადების მხრივ. მაგალითად,  მოსარჩელე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის  და შპს „ტელეკომპანია  საქართველოს"  რიგ სარჩელებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ შესაშურად მოკლე ვადაში მოახერხა საქმის განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დაყენება. მაგალითად, 675-ე სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო (სადავო ნორმა შეაჩერა) სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვიდან ექვს დღეში. ხოლო 681-ე სარჩელზე იგივე სამართლებრივი შედეგი დააყენა 7დღეში.

 

რაც შეეხება პირველი კოლეეგის წევრების მიუკერძოებულობას, საინტერესოა, რომ ამავე კოლეგიის წევრი მ.კოპალეიშვილი წლების განმავლობაში იყო საკონსტიტუციო სასამართლოში 8 სარჩელთან დაკავშირებული კომპანია „რუსთავი 2"-ის ამჟამინდელი გენერალური დირექტორის ნ.გვარამიას იუსტიციის მინისტრობისას, მისი რეკომენდაციით დანიშნული მოადგილე ჯერ იუსტიციის სამინისტროში, ხოლო შემდეგ განათლების მინისტრობისას ის იყო ერთადერთი მოადგილე, რომელიც იუსტიციის მინისტრობიდან განათლების მინისტრად გადასვლისას თან გადაიყოლა ნ.გვარამიამ ისევ მოადგილის პოზიციაზე.  საინტერესოა, რომ იმავე ნ.გვარამიას პირველი მოადგილე განათლების მინისტრობისას იყო კ.ვარძელაშვილის მეუღლე ანა ჟვანია. თუმცა მიუხედავდ ამ აშკარა გარემოებებისა, როდესაც აცილების საკითხი დადგა მოპასუხე მხარის - პარლამენტის წარმომადგენლის მხრიდან, ამ ორი მოსამართლის მიმართ #675  სარჩელზე (მოსარჩელზე ტელეკომპანია „რუსთავი 2"), ისინი არ იქნენ აცილებული ამ საქმის განხილვას. შესაბამისად, ისინი ასევე მონაწილეობენ ამ სუბიექტთან დაკავშირებული სხვა 7 სარჩელის განხილვაში".

 

დასკვნა: პრაქტიკულად ნ.გვარამიამ დანამდვილებით იცის, რომ:

 

1. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია ნებისმიერ შემთხვეავში #679 სარჩელზე თავის გადაწყვეტილებას „მოასწრებს" და გამოაცხადებს მანამდე, სანამ სააპელაციო სასამართლოში დასრულდება „რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა და „მოასწრებს გააუქმოს" ის ნორმები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე  მუხლი მართლსაწინააღმდგო და ამორალურ გარიგებებთან დაკავშირებით), რომელთა საფუძველზე მიმდინარეობს საერთო სასამართლოებში დავა;

 2. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე დააკმაყოფლიებს „რუსთავი 2"-ის სარჩელს (#678) „უქმდება რა  რეტროაქტიურობის ნორმა" და უკუძალას მიანიჭებს საკუთარ გადაწყვეტილებებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი).  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, გვარამიას აღიარება ცხადყოფს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო  ნაციონალების დაქვემდებარებაშია", - განაცხადა მჟავანაძემ.   


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner