logo_geo
eng_logo
ნიკო ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებს ხვალ „სოთბის“ აუქციონზე გაიტანენ
- +

6 ივნისი. 2016. 12:05



ნიკო ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებს 7 ივნისს ლონდონის „სოთბის" სააუქციონო სახლი რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციაში გაყიდის.


„სოთბის" სააუქციონო სახლის ვებგვერდის ინფორმაციით, ლადო გუდიაშვილის ფიროსმანის პორტრეტის - „ჩვენი ნიკო" საწყისი ფასი 4 ათასი ფუნტია, ფიროსმანის „შველი წყლის პირას" საწყისი ფასი კი 150 000 ფუნტიდან იწყება.



2015 წლის ივნისში, ლონდონში, „კრისტის" აუქციონზე ნიკო ფიროსმანის „არსენალის მთა" ასევე რუსული მხატვრობის სექციაში იყო განთავსებული. ნახატი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 1 486 100 დოლარად შეიძინა.



ფიროსმანის ნამუშევრის რუსულ სექციაში განთავსებასთან დაკავშირებით, გასულ წელს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ ეროვნული მუზეუმი მუშაობდა საკითხზე და თუ აუქციონზე ქართული სექცია არ შეიქმნებოდა, ევროპის სექციიდან მომხდარიყო ქართველი ავტორების ნამუშევრების გატანა. მიმდინარე წელს აუქციონზე ფიროსმანისა და გუდიაშვილის ტილოები კვლავ რუსულ სექციაშია, თუმცა ორივე მხატვარს ფრჩხილებში მითითებული აქვს - ქართველი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner