logo_geo
eng_logo
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ტრენინგი „გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები“ გაიმართა
- +

10 სექტემბერი. 2019. 12:06

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით დაიწყო საინფორმაციო კამპანია, რომელიც გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების ჩატარებას თემაზე „გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები“.

 

კამპანიის ფარგლებში პირველი ტრენინგი ქალაქ ამბროლაურში ჩატარდა და მას ესწრებოდნენ, როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების საჯარო სექტორის, ისე მხარის არასამთავრობო სექტორისა და  ბეჭდური მედიის  წარმომადგენლები. ტრენინგის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა და მათ ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებებისა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის როლზე ესაუბრა. ცენტრის დირექტორმა ასევე ხაზი გაუსვა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მნიშვნელობას საზოგადოების ინფორმირებისა და გარემოსდაცვითი უფლებების დაცვის საქმეში.

 

აღნიშნული ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავს ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას. ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველჰყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ტრენინგებს  2019 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართავს.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner