თამაზ მეჭიაურის ახალ პარტიაში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული გუნდის დამფუძნებელი დავით ფაცაცია, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, ფონდ „ქომაგის" დამფუძნებელი ია მეტრეველი გაწევრიანდებიან.
თამაზ მეჭიაურის პარტიის სახელწოდება „ერთიანი საქართველოსთვის" იქნება.