logo_geo
eng_logo
ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა
- +

10 სექტემბერი. 2019. 13:05

 

ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.

 

საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა ხუთი კვირით, 14 ოქტომბრამდე შეაჩერა. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გეგმის თანახმად, პარლამენტის მუშაობის დროებით შეჩერება მას ხისტი ბრექსიტის განხორციელებაში დაეხმარებოდა.

 

გასულ კვირას დეპუტატებმა მოასწრეს ისეთი კანონპროექტის მიღება, რომელიც მთავრობის მეთაურს ავალდებულებს, ბრექსიტის ვადა გაახანგრძლივოს.

 

ამასთან, დათხოვნამდე რამდენიმე საათით ადრე, თემთა პალატამ მხარი არ დაუჭირა ვადამდელი არჩევნების გამართვას. ამგვარად, 31 ოქტომბრამდე დიდ ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის სამართლებრივი გზა აღარ არსებობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner