გთავაზობთ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის facebook-სტატუსს:
„დღე არ გავა, რომ ერთი ან ორი განცხადება არ შემოვიდეს ბავშვებში უცებ აღმოჩენილი ონკოლოგიის გამო. ყოველდღიურად, სოლიდარობის ფონდი ათასობით ლარზე გასცემს გარანტიას მათი მკურნალობისათვის, თუმცა, ხშირად ფინანსების არარსებობა, სამწუხაროდ, ვერ გვაძლევს პოზიტიურ შედეგს და სავალალო შედეგებიც დგება... ონკოლოგიის გამომწვევი მიზეზი ბევრია ბავშვებში, თუმცა რაც შეგვიძლია, რომ რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ, უნდა გავაკეთოთ! ჰაერის დაბინძურების თემა უმნიშვნელოვანესია და ყველა სხვა ინტერესი მარცხდება ბავშვების ჯანმრთელობასთან საპირწონედ!!! დროულად გასაკეთებელი გვაქვს ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება, კიდევ უფრო გასამკაცრებელია მონიტორინგი სურსათზე, ბენზინის შემცველობაზე და ა.შ. და რაც მთავარია, გვჭირდება დროულად დარგული მილიონი ხე!" - წერს ნინო კობახიძე.