logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: თბილისის მერიაში რაიმე სახის ცვლილება დანამატის გაზრდასთან დაკავშირებით არ ყოფილა
- +

6 ივნისი. 2016. 12:28



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის მერიაში რაიმე სახის ცვლილება დანამატის გაზრდასთან დაკავშირებით არ ყოფილა, პირიქით, შემცირდა.



მაგალითისთვის, თუ 80%-იანი დანამატები გაიცემოდა, ეს 50%-მდე იქნა შემცირებული სადღესასწაული დღეებთან დაკავშირებით. ამ თვალსაზირით ჩვენთან სტაბილური მდგომარეობაა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, 2015 წელს წინა წელთან შედარებით, პრემიის სახით გაცემული თანხების შემცირების პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა დანამატის სახით გაცემული რესურსის მოცულობა და საერთო ჯამში, 2015 წელს „პრემიისა" და „დანამატის" მუხლებით გაცემული თანხების ოდენობამ (14 133 000 ლარი) 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.9%-ით გადააჭარბა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner