logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა
- +

10 სექტემბერი. 2019. 21:28

 

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

„გუშინ საღამო ჯონ ბოლტონს ვაცნობე, რომ მისი მომსახურება თეთრ სახლში საჭირო აღარ არის. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები მის ბევრ წინადადებას, ისევე როგორც ბევრი ადამიანი ადმინისტრაციაში. ამიტომ, ვთხოვე წასულიყო თანამდებობიდან, რომელიც მომაწოდეს დღეს დილით. მადლობელი ვარ ჯონის მისი სამსახურისთვის. მომავალ კვირას დავასახელებ ახალ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში“, - წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერ“-ზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner