logo_geo
eng_logo
„ქართულმა ოცნებამ“ მაისში მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღო
- +

6 ივნისი. 2016. 12:29


 

„ინტერპრესნიუსს" პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მაისში შემოწირულების სახით ჯამში 1 957 899 ლარი მიიღეს. მათი ინფორმაციით, აქედან ყველაზე მეტი შემოწირულება - 1 370 745 ლარი მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" მიიღო.



შემოწირულების კუთხით მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის", რომელმაც გასულ თვეს 266 407 ლარი მიიღო, მესამეზე კი - 113 064 ლარით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" მოდის.



სხვა პარტიების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: „გირჩი" - 81 295 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 54 049 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები" - 28 000, „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის" - 26 732 ლარი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლო" - 11 000 ლარი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს მშვიდობისთვის" - 2 360 ლარი, „თავისუფალი საქართველო" - 2 065 ლარი, რესპუბლიკური პარტია - 1 060 ლარი, „მემარცხენე ალიანსი" - 1 000 ლარი და კონსერვატიული პარტია - 120 ლარი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner