logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: „რუსთავი 2“-ის სარჩელებთან დაკავშირებით, სასამართლო განსხვავებულ მიდგომას ავლენს
- +

6 ივნისი. 2016. 12:42



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2"-ის სარჩელებთან დაკავშირებით, სასამართლო განსხვავებულ მიდგომას ავლენს.


მჟავანაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა განსხვავებულია როგორც პროცედურების, ასევე, განხილვის ვადების მხრივაც.


მაგალითად, მოსარჩელე ტელეკომპანია რუსთავი 2"-ის და შპს ტელეკომპანია საქართველოს" რიგ სარჩელებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ შესაშურად მოკლე ვადაში მოახერხა საქმის განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დაყენება. მაგალითად, 675-სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო (სადანორმა შეაჩერა) სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვიდან ექვს დღეში. ხოლო 681-სარჩელზე იგივე სამართლებრივი შედეგი დააყენა 7 დღეში.

 

რაც შეეხება პირველი კოლეგიის წევრების მიუკერძოებლობას, საინტერესოა, რომ ამავე კოლეგიის წევრი მ.კოპალეიშვილი წლების განმავლობაში იყო საკონსტიტუციო სასამართლოში კომპანია „რუსთავი 2"-თან დაკავშირებული საქმეების ერთ-ერთი განმხილველი. კოპალეიშვილი კომპანია რუსთავი 2""-ის ამჟამინდელი გენერალური დირექტორის, გვარამიას იუსტიციის მინსტრობისას, მისი რეკომენდაციით იყო დანიშნული მოადგილედ ჯერ იუსტიციის სამინისტროში, ხოლო შემდეგ განათლების მინისტრობისას ის იყო ერთადერთი მოადგილე, რომელიც იუსტიციის მინისტრობიდან განათლების მინისტრად გადასვლისას თან გადაიყოლა გვარამიამ ისევ მოადგილის პოზიციაზე. საინტერესოა, რომ მავე გვარამიას პირველი მოადგილე განათლების მინისტრობისას იყო კ.ვარძელაშვილის მეუღლე ანა ჟვანია. თუმცა მიუხედავად ამ აშკარა გარემოებებისა, როდესაც აცილების საკითხი დადგა მოპასუხე მხარის პარლამენტის წარმომადგენლის მხრიდან, ამ ორი მოსამართლის მიმართ #675 სარჩელზე (მოსარჩელზე ტელეკომპანია რუსთავი 2"), ისინი არ იქნენ აცილებული ამ საქმის განხილვისას. შესაბამისად, ისინი ასევე მონაწილეობენ ამ სუბიექტთან დაკავშირებული სხვა 7 სარჩელის განხილვაში).

 

დასვნა: პრაქტიკულად ნ.გვარამიამ დანამდვილებით იცის, რომ: საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია ნებისმიერ შემთხვევაში #679 სარჩელზე თავის გადაწყვეტილებას „მოასწრებს" და გამოაცხადებს მანამდე, სანამ სააპელაციო სასამართლოში დასრულდება „რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა და „მოასწრებს გააუქმოს" ის ნორმები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-მუხლი მართლსაწინააღმდგო და ამორალურ გარიგებებთან დაკავშირებით), რომელთა საფუძველზე მიმდინარეობს საერთო სასამართლოებში დავა; საკონსტიტუციო სასამრთლო ასევე დააკმაყოფილებს რუსთავი 2"-ის სარჩელს (#678) „უქმდება რა რეტროაქტიურობის ნორმა" და უკუძალას მიანიჭებს საკუთარ გადაწყვეტილებებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-მუხლი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, გვარამიას აღიარება ცხადყოფს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო „ნაციონალების" და მის დაქვემდებარებაშია", - განაცხადა მჟავანაძემ „პირველ პრესკლუბში".


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner