logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: არის ინფორმაცია, რომ თემურ ჭყონიამ ნიკა გვარამიას გადასცა 100 000 დოლარი
- +

11 სექტემბერი. 2019. 11:27

 

„თემურ ჭყონიამ ნიკა გვარამიას გადასცა 100 000 დოლარი“, - ამის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

 

ლატარიას განმარტებით, ნიკა გვარამია თემურ ჭყონიას დაპირდა, რომ ამ თანხას რეკლამაში გაუქვითავს:

 

„არის ასეთი ინფორმაცია, რომ თემურ ჭყონიამ ნიკა გვარამიას გადასცა 100 000 დოლარი. გვარამია ჭყონიას დაჰპირდა, რომ ამ თანხას გამოუქვითავს რეკლამაში მომავალში, ასევე მას ჰპირდებიან პრემიერ-მინისტრის თანამდებობას კოალიციურ მთავრობაში. ჭყონიამ თავის მხრივ იცის, რომ ახალ არხზე რეკლამას არავინ მიიტანს და ეს თანხა „დააბანდა“ მომავალში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაში“, - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner