„თემურ ჭყონიამ ნიკა გვარამიას გადასცა 100 000 დოლარი“, - ამის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ლატარიას განმარტებით, ნიკა გვარამია თემურ ჭყონიას დაპირდა, რომ ამ თანხას რეკლამაში გაუქვითავს:
„არის ასეთი ინფორმაცია, რომ თემურ ჭყონიამ ნიკა გვარამიას გადასცა 100 000 დოლარი. გვარამია ჭყონიას დაჰპირდა, რომ ამ თანხას გამოუქვითავს რეკლამაში მომავალში, ასევე მას ჰპირდებიან პრემიერ-მინისტრის თანამდებობას კოალიციურ მთავრობაში. ჭყონიამ თავის მხრივ იცის, რომ ახალ არხზე რეკლამას არავინ მიიტანს და ეს თანხა „დააბანდა“ მომავალში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაში“, - წერს ირაკლი ლატარია.