logo_geo
eng_logo
„ოკუპირებული ტერიტორიებიდან 25-ზე მეტმა ადამიანმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო“
- +

6 ივნისი. 2016. 12:46



ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 25-ზე მეტმა ადამიანმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.



არც ერთ ქვეყანას ისლანდიის და საქართველოს გარდა, არ აქვს პრივილეგია, რომ პაციენტებს ასეთი მაღალი ღირებულების მკურნალობა უფასოდ მიაწოდოს. ისლანდია ამ პროექტში ოთხი თვის წინ ჩაერთო.

ეს პროექტი არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, ბევრი ისურვებდა ამ პროექტში ჩართვას. ჩვენ ვმუშაობთ, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის მკურნალობა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს და ვფიქრობ, ამ მხრივ სიახლეები გვექნება. თუმცა აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტერიტორიებიდან 25-ზე მეტმა ადამიანმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო იმისათვის, რომ ამ პროექტში ჩართულიყო, ანუ მათთვის კარები ღიაა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner