logo_geo
eng_logo
სუს-ი: საოკუპაციო ძალების სახიფათო და დესტრუქციული ქმედება სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს
- +

11 სექტემბერი. 2019. 16:58

 

საოკუპაციო ძალების სახიფათო და დესტრუქციული ქმედება სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

 

მათივე განმარტებით, საოკუპაციო ძალები უკანონო სამუშაოებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ორ ლოკაციაზე აწარმოებენ.

 

„საოკუპაციო ძალები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ ორ ლოკაციაზე, ხოლო ოკუპირებულ სოფელ წნელისში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. „საგუშაგო“. აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებას, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს“, – აღნიშნავენ სუს-ში.

 

უწყების ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

 

„პროცესში ჩართულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ასევე, ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი“, – აცხადებენ სუს-ში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner