ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ქართულ-რუსული და ქართულ-სომხური ხალხთაშორის ურთიერთობების ხელშეწყობისა და გაძლიერებისთვის დააჯილდოვეს. ბაღათურიას ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის აღსანიშნავი ორდენი მიენიჭა.
„ორდენი გადმომეცა მოსკოვში ვიზიტის დროს. შეხვედრას ესწრებოდნენ ქართველები, სომხები და რუსები. შეხვედრა ორგანიზებული იყო რუსეთში მცხოვრები სომხური დიასპორის მიერ. როგორც ჩანს, მათ ჩემი ვიზიტის შესახებ პრესის საშუალებით შეიტყვეს, დამიკავშირდნენ მოსკოველი ქართველების მეშვეობით და გამოთქვეს ჩემთან შეხვედრის სურვილი. სწორედ მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე დამაჯილდოვეს ამ ორდენით.
როცა საზოგადოების ნაწილი ხედავს, რომ შენ შენი პოლიტიკური მოღვაწეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვს ქართულ-რუსული და ქართულ-სომხური ურთიერთობების გაძლიერებაში, რა თქმა უნდა, ეს პოზიტიური და მისასალმებელია", - განუცხადა „რეპორტიორს" ჯონდი ბაღათურიამ.