logo_geo
eng_logo
ამერიკის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
- +

11 სექტემბერი. 2019. 23:38

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მეუღლესთან მელანია ტრამპთან ერთად თეთრ სახლში, 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, რის შემდეგაც პენტაგონისკენ გაემართნენ, რომლის დასავლეთ ფლიგელს იმავე დღეს თვითმფრინავი შეეჯახა.

 

„დღეს მე და მელანია თქვენ გვერდით ვდგავართ. გპირდებით, რომ თქვენი საყვარელი ადამიანების სახელები, ვინც თქვენ დაკარგეთ, არასოდეს იქნება დავიწყებული“, - მიმართა ტრამპმა ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

 

ამერიკაში გარდაცვლილთა მოსახსენიებელი ღონისძიებები დილით, ადგილობრივი დროით 8:46 საათზე დაიწყო.

 

შეგახსენებთ, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის სწორედ ამ დროს, ტერორისტების მიერ გატაცებული პირველი თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კოშკს შეეჯახა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner