logo_geo
eng_logo
კახეთის რეგიონში ყურძენი საწარმოებს 2 ათასმა მევენახემ ჩააბარა
- +

12 სექტემბერი. 2019. 12:28

 

12 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 23 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული: 10,7 ათასი ტონა რქაწითელი, 7,5 ათასი ტონა საფერავი, 2,4 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

 

ღვინის საწარმოებს ყურძენი უკვე 2 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

 

ამ ეტაპზე ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტში -  7 ათას ტონამდე, სადაც დედოფლისწყაროსთან ერთად, ტრადიციულად  იწყება კახეთში ყურძნის კრეფა.

 

ყურძნის გადამუშავების პროცესში დღეს 30-ზე მეტი ღვინის საწარმო იქნება ჩართული გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. რთველის საკოორდინაციო შტაბში  ღვინის მწარმოებელი 170 კომპანია უკვე დარეგისტრირებულია, რომლებიც რთველის პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

 

წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებმა  ყურძნის ორგანიზებულად და შეუფერხებლად ჩაბარება შეძლონ.

 

რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში, სასტუმროში „ღვინის სასტუმრო თელავი“ („The Wine Hotel Telavi“, ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner