კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მიერ გაკეთებულ ყველა განცხადებას ეთანხმება. ასე უპასუხა სეფიაშვილმა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ შეაფასებდა პარტიის ახალი წევრი მეჭიაურის ხმაურიან განცხადებებს.
„ვეთანხმები ყველაფერში", - აღნიშნა სეფიაშვილმა.
მისივე თქმით, თამაზ მეჭიაურისადმი საზოგადოებაში დიდი პატივისცემაა.
„როცა წინადადება მივიღე, არ მქონდა უფლება, უარი მეთქვა", - განაცხადა ჯემალ სეფიაშვილმა.