logo_geo
eng_logo
ნაძალადევის რაიონში ხანძრის შედეგად დაზიანებულ სახლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
- +

12 სექტემბერი. 2019. 15:35

 

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩა N29-31-ში ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სრული რეაბილიტაცია დასრულდა.

 

პროექტის ფარგლებში, ორივე ეზოში არსებული შენობები გამაგრდა, შეიცვალა სახურავები და შესრულდა სარემონტო სამუშაოები.

 

რეაბილიტირებული სახლები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

 

„მანჯგალაძის ქუჩა N29-ში არსებული ბინები ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. ასევე, დაზარალდა N31-ში მცხოვრები მოსახლეობაც. ორივე ეზოში სულ 24 ოჯახი ცხოვრობს. შენობებს ჩავუტარეთ სრული რეაბილიტაცია და ახლა უკვე ადგილობრივები ნორმალურ პირობებში ცხოვრობენ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

 

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 257 227 ლარი გამოყო.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner