logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავამ ესპანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
- +

12 სექტემბერი. 2019. 15:57

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ გაცნობითი შეხვედრა გამართა ესპანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ხორხე ლუსინი სერანო დე აროსთან.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ესპანეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე და მისი გაღრმავებისა და გაძლიერების პერსპექტივებზე, განსაკუთრებით კი, საპარლამენტო დონეზე.

 

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე; უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე; ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. მან ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მნიშვნელობას.

 

„გაცნობითი შეხვედრა მქონდა ესპანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, სადაც განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი ასპექტი. ბატონმა ხორხე ლუსინიმ განაცხადა, რომ მაღალია ესპანეთის ინტერესი საქართველოს მიმართ  და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენ შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების და განმტკიცების მიმართულებით, მათ შორის საპარლამენტო დონეზე“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner