logo_geo
eng_logo
ეკატერინე მიქაბაძე: რეიტინგის გაუმჯობესება კარგი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის
- +

12 სექტემბერი. 2019. 16:05

 

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს პოზიცია ყოველწლიურად უმჯობესდება, რაც ნათლად ასახავს საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების დადებით დამოკიდებულებას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ეს არის კარგი გზავნილი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც აუმჯობესებენ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ.

 

Fraser institute-ის 2019 წლის რეიტინგის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“  თანახმად, საქართველოს მდგომარეობა წინა წელთან შედარებით 1 პოზიციით გაუმჯობესდა. საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 5 ინდიკატორიდან 4 ინდიკატორში - „მთავრობის ზომა“ (7,58 ქულა შეადგინა), „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ (6,34 ქულა შეადგინა), „საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება“ (8,74 ქულა შეადგინა) და „რეგულაცია“ (8.15 ქულა შეადგინა) მდგომარეობა გაიუმჯობესა, რამაც ქვეყნის საერთო რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია.

 

საქართველოს უმაღლესი - 10-ქულიანი შეფასება აქვს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ზღვრული საგადასახადო განაკვეთი; უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება; შავ ბაზარზე გაცვლითი კურსების არარსებობა; კომერციული ბანკების არსებობა და სესხების საპროცენტო განაკვეთებზე კონტროლი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner