logo_geo
eng_logo
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა
- +

12 სექტემბერი. 2019. 16:07

 

საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, რატი იონათამიშვილის და სოფო კილაძის ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მოკვლევის ფარგლებში, საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, შშმ ქალებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ჩატარდება ინტერვიუები, შეხვედრები და მოსმენები. მოკვლევის შედეგად დაიწერება ანგარიში, სადაც წარმოდგენილი იქნება პრობლემების ანალიზი და კონკრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ.

 

თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფში ჩართული არიან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე თავად შშმ პირები. ჯგუფი საბოლოო რეკომენდაციებსა და ანალიზს 2 თვის ვადაში მოამზადებს.

 

საკომიტეტო მოკვლევის პროცესი ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner