საქართველოში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მედლინ მუნის ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა NATO-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს რიგით მე-9 შეხვედრა.
„შეხვედრის ფარგლებში, უცხოელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი მტკიცე მხარდაჭერა. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ბერაიამ.