logo_geo
eng_logo
ქვეყნის მასშტაბით საგადასახადო სამართალდარღვევის 516 ფაქტი გამოვლინდა
- +

12 სექტემბერი. 2019. 17:57

 

2-8 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 516 ფაქტი გამოვლინდა.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 3 869 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები:

 

  • საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 150 შემთხვევა;
  • ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 28 ფაქტი;
  • მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 338 შემთხვევა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner