საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პირველი არხის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და იქ არსებული მონაცემების შეცვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 284 მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.
„მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ უწყებაში.
საქართველოს პირველი არხის სერვერზე გარე ჩარევის შედეგად კიბერშეტევა დღეს განხორციელდა. კიბერთავდასხმის შედეგად, მაუწყებლის ქსელში მოხდა ვირუსის გავრცელება, რამაც დაშიფრა და გაანადგურა საქართველოს პირველი არხის სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები.