logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: თავისუფალი მიმოსვლის მინიჭება არის სამუშაო პროცესი, რომელსაც ევროკავშირის პარლამენტი გადაწყვეტს
- +

6 ივნისი. 2016. 13:46


ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკო განცხადებით, თავისუფალი მიმოსვლის მინიჭება არის სამუშაო პროცესი, რომელსაც ევროკავშირის პარლამენტი გადაწყვეტს.



შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ათეულობით, თუ ასეულობით წინაპირობა, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის დასაწყებად საქართველოს უნდა დაეკმაყოფილებინა, უკლებლივ ყველა შესრულებული გვაქვს. რაც შეეხება თავისუფალი მიმოსვლის მინიჭებას, ეს არის სამუშაო პროცესი, რომელსაც ევროკავშირის პარლამენტი გადაწყვეტს. მე არ ვფიქრობ, რომ აქ რაღაც ახალი გარემოებები და ახალი დამაბრკოლებელი ფაქტორები გამოჩენილიყო", - განაცხადა დავით სერგეენკომ.



ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების საკითხზე 10 ივნისს იმსჯელებენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner