logo_geo
eng_logo
შს მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მმართველი საბჭოს შეხვედრას დაესწრო
- +

13 სექტემბერი. 2019. 10:02

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ მმართველი საბჭოს მესამე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე დაესწრო.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები და პროექტის განმახორციელებელი გუნდის - ორგანიზაცია „Hulla & Co Human Dynamics KG“-ის წევრები, ბენეფიციარი უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები.

 

პროექტი 2018 წლიდან ხორციელდება და 2021 წელს დასრულდება. იგი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს და სამომავლო აქტივობები განსაზღვრეს.

 

პროექტის ძირითადი მიმართულებებია: საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საბჭოს გაძლიერება, სამინისტროს ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ადამიანის უფლებებზე ნორიენტირებული მეთოდების დანერგვა, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულით გამოწვეულ საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner