პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე თამაზ მეჭიაურის ახალი პარტიის „ერთიანი საქართველოსთვის" დაფუძნებას გამოემაურა.
„როგორც ჩანს, თამაზ მეჭიაური თვლის, რომ ცალკე უნდა გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა. ნებისმიერი ადამიანის აზრს პატივს ვცემთ, მით უმეტეს, ჩვენი თანაგუნდელის. როგორ გააგრძელებს საქმიანობას, ვისთან ერთად და რა იდეოლოგიით - ეს მისი გადასაწყვეტია", - განაცხადა მანანა კობახიძემ.