logo_geo
eng_logo
ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი აშენდება
- +

13 სექტემბერი. 2019. 12:26

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციის შენობის მშენებლობა იწყება.

 

პროექტს დაცული ტერიტორიების სააგენტო „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“ - SPPA პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა შატილში აშენდება.

 

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით. ამასთან, სამუშაოები „GFA Consulting Group“-ის მხარდაჭერით წარიმართება.

 

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს სამი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას: ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს, ასას აღკვეთილსა და როშკის ბუნების ძეგლს. ტერიტორიის საერთო ფართობი 79 908 ჰა-ია. მისი შექმნის მთავარ მიზანს აღმოსავლეთ კავკასიონის ცენტრალური ნაწილის ორგანული სამყაროს დაცვა, აღდგენა და შენარჩუნება წარმოდგენს.

 

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები გამორჩეულია საქართველოში თავისი უნიკალური ლანდშაფტებისა და საერთაშორისო ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, რომელიც მოიცავს საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ, იშვიათ და ენდემურ ფლორისა და ფაუნის სახეობებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner