logo_geo
eng_logo
დიდუბის გამგეობა საბავშვო ბაღების ეზოებში ასფალტის საფარს აწესრიგებს
- +

13 სექტემბერი. 2019. 12:28

 

 

დიდუბის გამგეობა რაიონში არსებული საბავშვო ბაღების ეზოებში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს.

 

სამუშაოების ფარგლებში, შვიდი საბავშვო ბაღის ეზოში, დაახლოებით, 6 495 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ბაზალტის ბორდიური და მოწესრიგდება ტროტუარი.

 

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად გაეცნო.

 

„დიდუბის გამგეობა საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ინფრასტრუქტურა ამ დრომდე მოუწესრიგებელი იყო, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საჭიროებები გავითვალისწინოთ, რათა აღსაზრდელებმა განათლების მიღება მოწესრიგებულ გარემოში შეძლონ“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

 

საგზაო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები „დრო“ და „ლუკრი“ ასრულებენ. პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 282 318 ლარი გამოიყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner