logo_geo
eng_logo
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
- +

13 სექტემბერი. 2019. 12:33

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 1998 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

 

პოლიციამ ლ.კ. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner