logo_geo
eng_logo
ჭავჭავაძის გამზირზე განახლებულ გაზსადენზე გადართვითი სამუშაოები დასრულებულია
- +

13 სექტემბერი. 2019. 14:06

 

 

კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 2 კილომეტრის სიგრძის ძველი და ამორტიზირებული გაზსადენი სრულად განაახლა. ამის შესახებ კომპანია „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს.

 

„მილსადენი, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ემსახურებოდა ვაკის რაიონს და რომელზეც სარემონტო სამუშაოები ათწლეულების განმავლობაში არ ჩატარებულა, სრულად შეიცვალა ახალი, თანამედროვე, პოლიეთილენის მილით. სამუშაოების შედეგად საგრძნობლად გაუმჯობესდება ვაკის რაიონის გაზმომარაგება.

 

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თბილისის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებაა. „თბილისი ენერჯი“ გაფრთხილებთ - სახლიდან გასვლისას შეამოწმეთ გაზის დანადგარები. არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში. ხშირად გაანიავეთ ფართი, განსაკუთრებით, ცივი ამინდების დროს.

 

გახსოვდეთ, არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე“, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner