საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნის და NATO-ოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა NATO-საქართველოს ურთიერთობების პროგრესის საკითხი განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ პროცესში საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებს და სალომე ზურაბიშვილს მედლინ მუნიმ საკუთარი შთაბეჭდილებები და ემოციები გაუზიარა დღეს ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან სტუმრობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასთან განიხილა ასევე შიდაპოლიტიკური საკითხები, პრეზიდენტის ახალი ფუნქციები და ეკონომიკური პროექტები.