logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

13 სექტემბერი. 2019. 14:10

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და პროექტის - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) წარმომადგენლებს შეხვდა.

 

პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში საჯარო ინსტიტუტების ადმინისტრაციული და ფინანსური მართვის გაუმჯობესება,  გრძელდება. შეხვედრაზე GGI-ის წარმომადგენლებმა ირაკლი კოვზანაძესთან ერთად განსაზღვრეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და პროექტის სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი  პრიორიტეტები და მიმართულებები.

 

როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, ამერიკულ პროექტთან ერთობლივი მუშაობის შედეგად გასულ წელს კომიტეტმა 2018-2020 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა და დაამტკიცა. დოკუმენტი სამი წლის განმავლობაში კომიტეტის კანონშემოქმედებით და საზედამხედველო ფუნქციების წარმატებით განხორციელებასა და საზოგადოებასთან ეფექტიან კომუნიკაციას უზრუნველყოფს. 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner