პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და პროექტის - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) წარმომადგენლებს შეხვდა.
პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში საჯარო ინსტიტუტების ადმინისტრაციული და ფინანსური მართვის გაუმჯობესება, გრძელდება. შეხვედრაზე GGI-ის წარმომადგენლებმა ირაკლი კოვზანაძესთან ერთად განსაზღვრეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და პროექტის სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები და მიმართულებები.
როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, ამერიკულ პროექტთან ერთობლივი მუშაობის შედეგად გასულ წელს კომიტეტმა 2018-2020 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა და დაამტკიცა. დოკუმენტი სამი წლის განმავლობაში კომიტეტის კანონშემოქმედებით და საზედამხედველო ფუნქციების წარმატებით განხორციელებასა და საზოგადოებასთან ეფექტიან კომუნიკაციას უზრუნველყოფს.