logo_geo
eng_logo
ლაშა ჟვანიამ ისრაელის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
- +

13 სექტემბერი. 2019. 15:00

 

 

12 სექტემბერს ქ. იერუსალიმში, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩის ლაშა ჟვანიას ისრაელის პრეზიდენტისთვის რუვენ რივლინისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია.

 

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდგომ, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. პრეზიდენტმა რივლინმა ისაუბრა ისრაელ-საქართველოს დინამიურად მზარდი ორმხრივი ურთიერთობების და ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ.

 

„ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა წარმოვადგენდე საქართველოს ჩემი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორ სახელმწიფოში. არ დავიშურებ ძალ-ღონეს, რათა წმინდა მიწაზე ჩემი დიპლომატიური მისიის პერიოდში მაქსიმალურად ხელი შევუწყო ისრაელ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ბრწყინვალე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის, რასაც როგორც საქართველოს, ასევე ისრაელის სახელმწიფოს მიმართ ვგრძნობ“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ახალდანიშნულმა ელჩმა ისრაელის პრეზიდენტს.

 

შეხვედრისას საქართველოს ელჩმა ისრაელის პრეზიდენტს მიულოცა 80 წლის იუბილე და გადასცა საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის  საჩუქრები. დასასრულს პრეზიდენტმა რივლინმა წარმატებები უსურვა საქართველოს ელჩს ისრაელის სახელმწიფოში მის დიპლომატიურ საქმიანობაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner