logo_geo
eng_logo
ჯემალ ჭკუასელი: რამხელა საქმეს აკეთებს ივანიშვილი და ამის შესახებ არავინ იცის...
- +

6 ივნისი. 2016. 14:41


„ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას არა მხოლოდ მთავარი დაპირებები შეუსრულა, არამედ მეტიც გააკეთა", - ამის შესახებ „ერისიონის" მთავარმა დირიჟორმა ჯემალ ჭკუასელმა „კვირის პალიტრას" განუცხადა.


ანსამბლის ყოფილი ხელმძღვანელი ივანიშვილის მიერ გაწეულ ქველმოქმედებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საზოგადოებისთვის ამ დრომდე ცნობილი არაა.


„არის თემები, რაზეც არათუ ბიძინა ივანიშვილი, სხვაც არავინ ლაპარაკობს. ასეთი საკითხები ძირითადად ქველმოქმედებას ეხება. არსებობს ფონდი „აი ია", რომლის ფინანსური მხარდაჭერით ყრუ-მუნჯ ბავშვებს მუცლად ყოფნის პერიოდშივე მკურნალობენ. ერთი ბავშვის მკურნალობა 80 ათასს ლარს აღემატება. წარმოიდგინეთ, რამხელა საქმე კეთდება და ამის შესახებ არავინ იცის. უმადურობა ძალზე ცუდი სენია..." - აცხადებს ჭკუასელი.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner