logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: თუ რამით ასოცირდებიან ერთმანეთთან მამუკა ხაზარაძე და ანაკლიის პროექტი, ეს შეუსრულებელი ვალდებულებებია
- +

13 სექტემბერი. 2019. 16:34

 

 

„თუ რამით ასოცირდებიან ერთმანეთთან მამუკა ხაზარაძე და ანაკლიის პროექტი, ეს შეუსრულებელი ვალდებულებებია“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სახელმწიფოს მაქსიმალური მხარდაჭერის, მშენებლობის ვადების მრავალგზის კორექტირების მიუხედავად, მამუკა ხაზარაძემ მაინც ვერ შეძლო პირობის შესრულება.

 

„ხაზარაძის მოძრაობის პრეზენტაციის ადგილმა ჩემზე ანაკლიის თემით სპეკულირების შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა, საეჭვოა, ამ თემამ მას წარმატება მოუტანოს, რადგან თუ რამით ასოცირდებიან ერთმანეთთან მამუკა ხაზარაძე და ანაკლიის პროექტი, ეს შეუსრულებელი ვალდებულებებია. სახელმწიფოს მაქსიმალური მხარდაჭერის, მშენებლობის ვადების მრავალგზის კორექტირების მიუხედავად, მან მაინც ვერ შეძლო პირობის შესრულება. შეიძლება ითქვას, რომ მამუკა ხაზარაძე ჯერ პოლიტიკაში არც შემოსულა და უკვე გამოავლინა არასერიოზული პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი ყველაზე ცუდი თვისება - დანაპირების არშესრულება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.   

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner